ოკუპირებულ ტერიტორიაზე 3 თვის წინ დაშავებულმა თამარ გიგაურმა ახალგორი დღეს დატოვა

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა 67 წლის თამარ გიგაურმა, რომელიც ახალგორში დაახლოებით 3 თვის წინ დაშავდა, დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებადი ტერიტორია დღეს დატოვა.

დაშავებული პედაგოგის ახლობლების არაერთგზის თხოვნის და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გიგაურს სამი თვის განმავლობაში საშუალებას არ აძლევდნენ, რომ სამედიცინო სერვისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიეღო.

„თამარ გიგაურმა, რომელმაც ახალგორში სხეულის დაზიანება გასული წლის ნოემბრის დასაწყისში მიიღო, მხოლოდ დღეს შეძლო, რომ საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაეტოვებინა. გიგაური უკვე იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შესაბამისი სამედიცინო სერვისით ისარგებლებს. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, რომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ესარგებლათ ჰუმანიტარული პრინციპით და გიგაურის ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შეექმნათ, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რომ დაშავებულს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიეღო. მას შემდეგ, რაც თამარ გიგაურს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდება და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდება, გეგმავს, რომ კვლავ დაბრუნდეს ახალგორში“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

თამარ გიგაური გასული წლის 3 ნოემბერს ახალგორში, დაახლოებით 7 მეტრი სიღრმის ჭაში ჩავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. დაშავებული ახალგორისა და ცხინვალის საავადმყოფოებში იყო მოთავსებული, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი გასული წლის 5 სექტემბერს ჩაკეტეს და 24 იანვარს დროებით, 6 თებერვლამდე გახსნეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო