ანონსი 6 თებერვალი

6 თებერვალს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: პავლე ინგოროყვას 7

საკონტაქტო: ტატო კუჭავა - 577771612; ნინი მთვარაძე - 591 799 999

6 თებერვალს, 10:00 საათზე, „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი ეუთო-ს ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელის ჩართულობით ახალგაზრდულ ფორუმს - „ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ გამართავს.

შეხვედრას ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეტი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გახსნიან.

მის: ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ.N8

საკონტაქტო: 599 437 403

6 თებერვალს, 10:00 საათზე, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“, საქართველოში მოქმედ პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების კომპონენტის ინტეგრირების ახალ პროექტს წარუდგენს.

მის: ქობულეთი, რუსთაველის #154

6 თებერვალს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, „ლელო საქართველოსთვის“ განაგრძობს პოლიტიკური პლატფორმის თემების პრეზენტაციას და პარტიის ლიდერები მორიგ განცხადებას შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხთან დაკავშირებით გააკეთებენ.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64

საკონტაქტო: 577403734

6 თებერვალს, 10:30 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა- 599726565

6 თებერვალს, 10:30 საათზე, თბილისის საკრებულოში, სოციალურად დაუცველები ბინების დაკანონების საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრებს შეხვდებიან.

საკონტაქტო: კახა ოდიშელიძე - 571340041

6 თებერვალს, 10:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი გელა ჩივაძე განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 თებერვალს, 11.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

6 თებერვალს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 თებერვლს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „საკანონმდებლო ინიციატივები სამართლიანი და თანასწორი არჩევნებისთვის“.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

6 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან ერთად, 2020 წელს დაგეგმილი მსხვილი პროექტების პრეზენტაციას გამართავს.

6 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 თებერვალს, 11:00 საათზე, გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია, უზენაეს სასამართლოსთან ე.წ. ფონდის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

თემა - გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე შალვა თადუმაძის საქმიდან აცილება

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08

6 თებერვალს, 11:00 საათზე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქ. #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

6 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი კობა კობახიძე განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 თებერვალს 12:00 საათზე, სტრატეგია „აღმაშენებელის“ ფარგლებში, მორიგი თემატური ღონისძიება გაიმართება.

თემა: საქართველო - რეგიონის ტექნოლოგიური ლიდერი

მის: ლადო გუდიაშვილის ქ.#3

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

6 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 თებერვალს, 13:00 საათზე, პროფკავშირების გაერთიანების წევრები, დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კომპანია „ფრონტერას“ გათავისუფლებული თანამშრომლები, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობას „ფრონტერას“ თბილისის ცენტრალური ოფისისკენ გამართავენ, სადაც აქცია იგეგმება.

საკონტაქტო: თამარ გედევანიშვილი 599 303636; 555 003313

6 თებერვალს, 13:00 საათზე, „ქართული რძის ფედერაცია“ რძის სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.

მის: სასტუმრო "ბეტსი" (საკონფერენციო დარბაზი)

6 თებერვალს, 14:00 საათზე, საპროკურორო საბჭო კენჭისყრას ჩაატარებს და საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს.

6 თებერვლს, 15:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასთან, შეხვედრას გამართავენ.

ფრაქციის სათათბირო ოთახი N218 (C კორპუსი, II სართული)

6 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის „ივანე ბერიტაშვილი - კიდევ ერთი ცდა/უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე“ პრეზენტაცია გაიმართება.

6 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება.

6 თებერვალს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიკოს როინ მეტრეველის სახელობის აუდიტორია გაიხსნება.

მის: პაატა სააკაძის 1; ჩუღურეთი

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია, 595 51 94 51

6 თებერვალს, 19:00 საათზე, არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2020 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესსა და მიმდინარე საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე პანელური დისკუსია გაიმართება.

დისკუსიას გაუძღვებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, საარჩევნო საკითხთა ექსპერტი შალვა ცხაკაია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.

მის.: გიული ჭოხონელიძის #5 (დიღომი)

საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე - 555 10 10 40

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა