მამუკა ხაზარაძე პროკურორებს - თქვენი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ბიძინა ივანიშვილთან როგორც კერძო პირი ისე იყო მისული, თუ როგორც მთავარი პროკურორი?

თქვენი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ბიძინა ივანიშვილთან როგორც კერძო პირი ისე იყო მისული, თუ როგორც მთავარი პროკურორი? - ამ კითხვით პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქმის პროკურორებს მიმართა.

აღნიშნულით ის პროკურორების კითხვას გამოეხმაურა, რომელიც დასაკითხ მოწმეს დაუსვეს, უცხოელებს როგორც კერძო პირი ისე ხვდებოდა, თუ როგორც კომპანიის დირექტორი.

მამუკა ხაზარაძის კითხვასა და რეპლიკას დარბაზში მყოფი დამსწრეების მხრიდან ტაში მოჰყვა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ დამსწრეები გააფრთხილა და უთხრა, რომ ისინი „თეატრში არ იმყოფებიან“ და მსგავსის განმეორების შემთხვევაში დარბაზს დაატოვებინებდა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა