7 თებერვალს, პროექტის „ეთნო რალი“ პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, 7 თებერვალს, პროექტის „ეთნო რალი“ პრეზენტაცია გაიმართება. „#ეთნორალი უნიკალური პროექტია, რომელსაც არამხოლოდ რეგიონში, ზოგადად ანალოგი არ გააჩნია! ეს არის სამოყვარულო რალი, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის, კულტურული ტურიზმის, ეკო ტურიზმის და შეჯიბრის ნაზავს. ეთნორალი - არ გახლავთ რბოლა კლასიკური გაგებით. იგი რიგით, მოყვარულ მძღოლებს სათავგადასავლო რბოლაში მონაწილეობის უნიკალურ შანსს აძლევს. ეთნო რალის მიზანია საქართველოს იმ რეგიონების პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, რომელიც შედარებით მოწყვეტილია საერთო ტურისტულ მარშუტს, მაგრამ გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი. მარშრუტი მოიცავს 8 რეგიონს და გაივლის 33 ქალაქს და 300 სოფელს. რალში მონაწილეობს ოთხი ტიპის ავტოტრანსპორტი - მოტოციკლი, სედანი, ჯიპი და სატვირთო“,-აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინოვაციური პროექტი „ეთნო რალი“ 2020 წლის 13-20 ივლისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს