ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილს აფხაზური მხარე ფარავს, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთიდან აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილს აფხაზური მხარე ფარავს, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა.

როგორც მინისტრის მოადგილემ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით განუცხადა, აფხაზეთის მომარაგება რუსეთიდან რომ არ დაწყებულიყო, "აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრებოდა".

"1-ელი თებერვლიდან აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის პირდაპირი იმპორტი დაიწყო ე.წ. სალხინოს ხაზით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ენგურჰესში წყლის დონე საკმაოდ დაწეულია და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ენგურში შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ წყლის დონე, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთს სრული ჩაბნელება ემუქრებოდა. რუსეთიდან იმპორტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება წყლის შემოდინება ენგურის რეზერვუარზე და ენგურჰესიდან არ იქნება შესაძლებელი აფხაზეთის დაკმაყოფილება.

რაც შეეხება თუ ვინ იხდის გადასახადს, გადასახადს აფხაზური მხარე იხდის, ჩვენი წილი ამ გადასახადში ენგურის ტარიფის ტოლფასია", - აღნიშნა თვალაბეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახაენებთ, ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიით "ენგურჰესიდან" მარაგდება. ჰესში წყლის სიმცირის გამო აფხაზეთს ელექტრიენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში გრაფიკით მიეწოდებოდა, ხოლო 1-ელი თებერვლიდან გრაფიკი გაუქმდა და აფხაზეთის მომარაგება რუსეთიდან დაიწყო.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა