ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა აქამდე არსებული მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ „საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა", თუმცა არ აკონკრეტებს როდიდან.

„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა, მაგრამ ამ რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე ამ ნაბიჯებზე ვმუშაობთ. მიმდინარე წელსაც გარკვეული ცვლილებები იქნება. პირველ რიგში შეიძლება გაფარდოვსეს კომერციული ობიექტები, რომლებსაც უწევთ გადახდა. ჯერ ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ,"-განაცხადა თვალაბეიშვილმა.

ამასთან, თვალაბეიშვილის თქმით, კრიპტოვალუტის მაინინგის პრობლემა, რის შედეგადაც სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად იყო გაზრდილი, მოგვარებულია და ქსელზე არალეგალურად დაერთებული მოწყობილობები ჩაიხსნა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა.

ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა