ირაკლი კობახიძე  - “ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ეს უნდა იყოს სასურველი შედეგი, რომლამდეც შეიძლება მივიდეთ 2020 წლიდან-2024 წლამდე

“ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ეს უნდა იყოს სასურველი შედეგი, რომლამდეც შეიძლება მივიდეთ 2020 წლიდან - 2024 წლამდე, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ვხედავთ ძალიან მახინჯ, ორპოლუსიან სისტემას, სადაც ერთი მხრიდან არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ და რეალური გასაქანი არ არსებობს.

„ჩვენ არ ვაპირებთ გავატაროთ ის აგრესია, რომელსაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ამას დავუპირისპირებთ სიმართლეს და საბოლოო ჯამში ეს იქნება მთავარი საფუძველი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავა მილევად რეჟიმში, ეს იქნება ქართული პოლიტიკისთვის ძალიან კარგი. ეს პარტია აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში ეს უნდა იყოს სასურველი შედეგი, რომლამდეც შეიძლება მივიდეთ 2020 წლიდან - 2024 წლამდე. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არც ერთი თავისი განშტოებით არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში ეს იქნება იდეალური მოცემულობა ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის იმიტომ, რომ დღეს თქვენ ხედავთ ძალიან მახინჯ ორპოლუსიან სისტემას აქეთ არის „ქართული ოცნება“, იქით "ნაციონალური მოძრაობა" და რეალური გასაქანი არ არსებობს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრება პოლიტიკური სივრციდან, ამ შემთხვევაში ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს ექნებათ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია