ქართული პრესის მიმოხილვა 07.02.2020

რუსეთმა საქართველოს სიახლოვეს “ისკანდერების” სარაკეტო კომპლექსი წვრთნებში პირველად გამოიყენა

დამაიმედებელი ამბები კორონავირუსთან ბრძოლაში - მეცნიერები ვაქცინის გამოცდას ზაფხულიდან აპირებენ

***

რუსეთმა საქართველოს სიახლოვეს "ისკანდერების" სარაკეტო კომპლექსი წვრთნებში პირველად გამოიყენა

"3 000-კაციანი სამხედრო წვრთნები, როგორც სამხედრო სპეციალისტი ვამბობ, რომ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნების დონის არაა, ეს უბრალოდ სამხედრო მუსკულების დემონსტრირებაა საქართველოს მიმართ" -ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხების საკითხებში ვახტანგ მაისაია ონლაინ გამოცემა "კავკასკი უზელ"-ში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჩეჩნეთსა და სტავროპოლში სამხედრო წვრთნები დაიწყო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთმა საქართველოს სიახლოვეს “ისკანდერების” სარაკეტო კომპლექსი წვრთნებში პირველად გამოიყენა

"გამოცემის თანამხამდ, წვრთნები 3-დან 5 თებერვლამდე გასტანს,სადაც 3 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო. მაისაია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ წვრთნებში ყველაზე საგულისხმო ფაქტია ის, რომ რუსეთმა წვრთნებში საქართველოს სიახლოვეს "ისკანდერების ოპოერატიული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი პირველად გამოიყენა". "საუბარია სტავროპოლის, ჩეჩნეთისა და "ჩრდილოეთ ოსეთის" ტერიტორიაზე, განთავსებული 49 და 58 არმიების შემადგენლობაზე, უფრო ტაქტიკური ტიპის წვრთნებზე, სადაც მონაწილეობს 3 000 სამხედრო მოსამსახურე, 500 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის Су-25СМ ტიპის მოიერიშე და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთმა საქართველოს საზღვართან "ისკანდერების" ოპოერატიული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი პირველად გამოიყენა, ანუ ამ წვრთნებში კომპლექსის საბრძოლო გამოცდა ხორციელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთმა ასევე პირველად გამოიყენა რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, რომლებიც საომარ პერიოდში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დაბრმავებისთვის გამოიყენება, ანუ ამის საშუალებით, ელექტრონული საშუალების დაბლოკვა მოხდება ესენია: კავშირგაბმულობა, მობილური კავშირები, ასევე საბრძოლო შენაერთებს შორის ოპერატიული კავშირები. „ისკანდერებს რაც შეეხება, ამ წვრთნებში სავარაუდოდ ალბათ ერთი ბატარეა მიიღებს მონაწილეობას, ბატარეაში ოთხი ისკანდერის სარაკეტო გამშვები დანადგარი შედის. SSC-8 / 9M729 რაკეტის ფრენის სიშორე აღემატება 500 კილომეტრს და ამით დაარღვია რუსეთმა ხელშეკრულების პირობები, ამის საფუძველზე ამერიკა იძულებული გახდა 1987 წლის ე.წ. მოსკოვის შეთანხმება დაეტოვებინა, ანუ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისიტემის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სწორედ ოპერატიული და ტაქტიკური ბირთული სარაკეტო სისტემების განადგურებას, და როგორც ჩანს ამ რაკეტის გამოცდაცაა დაგეგმილი ამ წვრთნების პერიოდში”, - განაგრძობს გამოცემა.

"ამერიკა ამ ხელშეკრულებიდან გამოვიდა, რუსეთმაც და ამერიკამაც ბუნებრივია ეს ხელშეკრულება ძალადაკარგულად ცნეს, რამაც შავი ზღვის აუზის რეგიონში გამალებულ ბირთვული რბოლის დაწყებას ხელი შეუწყო და ამ რბოლის გამოვლენაც ესაა, ამ წვრთნების ჩატარება."-განაცხადა მან. მისივე თქმით, აღნიშნული წვრთნები საფრთხეს არ წარმოადგენს და ეს მხოლოდ „მუსკულების დემონსტრირებაა". 3 000 კაციანი სამხედრო წვრთნები, როგორც სამხედრო სპეციალისტი ვამბობ, რომ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნების დონის არაა, ეს უბრალოდ სამხედრო მუსკულების დემონსტრირებაა საქართველოს მიმართ"- განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

დამაიმედებელი ამბები კორონავირუსთან ბრძოლაში - მეცნიერები ვაქცინის გამოცდას ზაფხულიდან აპირებენ

"მსოფლიო მედიაში უცნობ კორონავირუსთან დაკავშირებით, დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა, იმის გამო, რომ ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინა არ არსებობს, ინფიცირებულთა გარდაცვალებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, მსოფლიოში პანიკაც თანდათან იმატებს. ამჯერად, გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს, რომლის ცდები ცხოველებზე შემდეგი კვირიდან დაიწყება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დამაიმედებელი ამბები კორონავირუსთან ბრძოლაში - მეცნიერები ვაქცინის გამოცდას ზაფხულიდან აპირებენ

"ცხოველებზე დაკვირვების შემდეგ, ადამიანებზე ცდები ამ წლის ზაფხულიდან დაიწყება - ამის შესახებ ლონდონის იმპერიული კოლეჯის ლორწოვანი ინფექციების და იმუნიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რობინ შათოქმა "სქაი ნიუსთან" განაცხადა. "თუ ვირუსი პანდემია გახდება და მთელს მსოფლიოს მოედება, ეს ძალიან გვიან არ იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ამ ეპიდემიის შესახებ. თუ ის ინფლუენზას მსგავსია, შესაძლოა, მან ზაფხულშიც ბევრი ადამიანი მოკლას."- განაცხადა შათოქმა. კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის გარდაცვალებულთა რაოდენობა 6 თებერვლის დილის მდგომარეობით 565-ს აღწევს, ამავე დროს შეერთებული შტატების ჯონი ჰოპკინსის უნივერსიტეტის სისტემური კვლევების მონაცემების მიხედვით, ამავე ტიპის პნევმონიისგან 1198 პაციენტი განიკურნა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"დღეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 28,280 ადამიანამდე გაიზარდა, აქედან 28 023 ინფიცირებული ჩინეთზე მოდის, 45 -იაპონიაზე, სინგაპურზე - 28, ტაილანდზე - 25, სამხრეთ კორეაზე - 23, ჰონგ კონგზე - 21, ავსტრალიაზე - 14, გერმანიასა და აშშ - ზე- 12. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ვაქცინის შექმნაზე რამდენიმე ჯგუფი ერთდროულად მუშაობს, თუმცა მისი გამოყენებაში ჩაშვება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი. "ვაქცინაზე რამდენიმე ჯგუფი პარალელურად მუშაობს, ამაზე ავსტრალიელების ჯგუფიც მუშაობს, საწყის ეტაპებზე ჯერჯერობით ძნელია ხოლმე თქმა, ბოლომდე ეს ვაქცინა იმუშავებს თუ არა, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის სამეცნიერო კვლევები ახლა მიმდინარეობს და ძალიან იმედისმომცემია. "ამ კონკრეტულ ეპიდაფეთქებას რა ეშველება, არავინ არ იცის, იმიტომ, რომ როგორც წესი ერთი წელი მაინც გადის ხოლმე კვლევების დაწყებიდან, სანამ ვაქცინა უშუალოდ გამოყენებაში ჩაეშვება, ამიტომ, უახლოეს ერთ წელში არ იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

"ასეთი ტიპის ეპიდემიების დროს, ბევრ შემთხვევაში ვაქცინა საერთოდ არ წამოეწევა ხოლმე, მაგალითად, 2002 და 2012 წელს ეპიდემიების დროს, ვაქცინა საერთოდ არ შექმნილა, უბრალოდ ინფექციური კონტროლის ღონისძიებებით და სხვადასხვა ქმეებებით შენელდა და შემდეგ ეპიდემია შეჩერდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვაქცინა კარგია და მთავარი ღონისძიებაა, მაგრამ, ძალიან ბევრ ეპიდაფეთქებას ისე უვლის სამედიცინო და ეპიდემოლოგიური სამყარო, რომ ვაქცინის გარეშეც ხდება ხოლმე მათი შეჩერება. ამ ეპიდემიას განსხავევა ის აქვს, რომ სიკვდილიანობა წინამორბედ კორონავირუსებისგან 2%-ით დაბალი აქვს, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ იზოლაციისა და პროიფილაქტიკის ღონისძიებებით ეს აფეთქებაც ისევე ჩათავდება, როგორც წინამორბედები. ამ წუთში საქართველო დაბალი რისკის ქვეყნების სიაშია, არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთი ქვეყანა ბოლომდე დაცული არაა, ამისთვის ყველა შემზადებულია და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, ის გარანტია, რომ საქართველოში არ შემოვა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა, საბედნიეროდ ამ ეტაპისთვის დაბალი რისკის ქვეყნების სიაში ვართ" - განაცხადა ბუწაშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

"საგულისხმოა ერთი გარემოებაც, რომ დაინფიცირებული ორსული ქალიდან კორონავირუსი შეიძლება ნაყოფზე გადავიდეს, ამის შესახებ ქალაქ უხანის ბავშვთა ჰოსპიტალის ექიმებმა განაცხადეს, როდესაც დავირუსებულმა პაციენტმა 2 თებერვალს იმშობიარა, ახალშობილს კი 30 საათიანი შემოწმების შემდეგ ვირუსი დაუდგინდა. ექიმების ცნობით, ბავშვს სტაბილური სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა, არ აღენიშნებოდა სიცხე, თუმცა, სუნთქვის შეფერხების ნიშნები გამოუვლინდა და ექიმებმა კვლევის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინეს. ჩინეთს ფარგლებს გარეთ, კორონავცირუსი ვირუსი 27 ქვეყანასა და რეგიონშია დაფიქსირებული“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა