გიგა ბოკერია - საქართველო ივანიშვილის მძევალი ვერ გახდება - პრემიერი გვყავს, რომელსაც ნებისმიერ თემაზე მედიასთან საუბარი უჭირს, გაქცევაზეა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველო ბიძინა ივანიშვილის მძევალი ვერ გახდება, რომელიც ქვეყნის დაზიანებით იმუქრება. როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა, სამარცხვინო ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

“რატომ გამოიწვიეს კრიზისი, რატომ აქვთ ეს სირბილი ვაშინგტონში ორ კვირაში ერთხელ, რაც მთავარია, ვერსად წასულან, რომ აქტივისტები არ იყვნენ მისული, არ გამოესვლებათ. პრემიერ-მინისტრი გვყავს, რომელსაც შეხვედრა არ უნდა საზოგადოებასთან, იმალება, ნებისმიერ თემაზე მედიასთან საუბარი უჭირს, გაქცევაზეა. თუ მხარდაჭერაში დარწმუნებულები არიან, ეს ვითარება რატომ შექმნეს?! ჩვენც მაგას არ ვეუბნებით, რომ განვმუხტოთ ეს კრიზისი?! როგორი პერსონალური ემოციებიც არ უნდა მქონდეს, ამ ეგზოტიკური „კლოუნების“, მასხარებისა და მათი სამარცხვინო ლიდერის მიმართ, მე ან სხვას, ჩვენი ინტერესი საკუთარი პრაგმატული ინტერესია, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. გვინდა, სიმშვიდე იყოს და ეს სამარცხვინო ხელისუფლება შედარებით ნორმალურ არჩევნებში მოვიშოროთ. ამას ვეუბნებით ჩვენ, მაგრამ ივანიშვილი ასე იძახის, მე ცუდად მოვიქცევი და თქვენ შეეგუეთ ამას, თუ არადა დაიძაბება ვითარება და ქვეყანა დაზიანდება. მძევლები ვერ ვიქნებით, ქვეყანა ვერ იქნება ამ კაცის მძევალი, რომელიც მისი დაზიანებით გვემუქრება“,- განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა