„მწვანე სკოლის“ დირექტორის ინფორმაციით, სკოლამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა და მათი შენიშვნა გაითვალისწინა

„მწვანე სკოლამ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა და მათი შენიშვნა გაითვალისწინა. ამის შესახებ „მწვანეს სკოლის“ დირექტორმა კახა დავითურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერების გადაცემას პოლიციისთვის, სკოლის დირექტორის თქმით, ყველა ეს ქმედება იმ დღეს პოლიციის მითითებითა და მათი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა, რომელთაც სკოლას ოპერატიული საჭიროება აუხსნეს.

„სახელმწიფო ინსპექტორის მითითების შემდეგ ჩვენ მოვაწესრიგეთ და კამერები ამ ადგილებში აღარ არის, საუბარია საკლასო ოთახებში, სამასწავლებლოში, რის გამოც ჩვენ მათ მიერ დაკისრებული ჯარიმა გადავიხადეთ. ჩვენ ვთლით, რომ კამერების არსებობა სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ჩავთალეთ, რომ კამერები, რაც შეიძლება ბევრგან უნდა ყოფილიყო, ოღონდ არა ტუალეტში, არამედ შეიძლება ჰიგიენურ ოთახში ყოფილიყო, სადაც ძალიან ხშირად ბევრ სკოლაში იწყება ხოლმე ჩხუბი. ამას ჰქონდა პრევენციული დანიშნულება. სკოლის ადმინისტრაციამ ნამდვილად არ იცოდა, რომ საკლასო ოთახებში არ შეიძლებოდა კამერების დაყენება. საკლასო ოთახებში კამერები 2011 წლიდან იყო დაყენებული. როგორც კი ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის შენიშვნა მივიღეთ, გამოვასწორეთ და ამ ადგილებში კამერები აღარ არის. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გადაცემას პოლიციისთვის, ყველა ეს ქმედება იმ დღეს მიმდინარეობდა პოლიციის მითითებით და მათი მეთვალყურეობით, რომელთაც ოპერატიული საჭიროება აგვიხსნეს“,-განაცხადა კახა დავითურმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა 15 წლის ლუკა სირაძის საქმესთან მიმართებაში „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევა დაადგინა და სკოლას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.

იხილეთ ვიდეო: "მწვანე სკოლამ" სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში