კლინიკა „ღია გულის" წარმომადგენელი 520-ე დადგენილებაზე - გაცილებით ცუდი შედეგი მივიღეთ, ვიდრე ველოდით

კლინიკა „ღია გულის" კარდიოანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ 520-ე დადგენილების ამოქმედების შედეგად პაციენტს გაუძვირდა მომსახურება, მედპერსონალს ხელფასები შეუმცირდა და ძალიან ბევრმა სამსახური დაკარგა. ამასთან, მისივე თქმით, კლინიკებს არ აქვთ თანხები, რომ ახალი აპარატურა იყიდონ.

როგორც გიორგი გრიგოლია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, მოლოდინი იყო, რომ 520-ე დადგენილებას ნეგატიური შედეგები ექნებოდა, თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობა იმაზე რთულია ვიდრე ელოდნენ.

„როდესაც გავიგეთ, რომ 520-ე დადგენილება უნდა ამოქმედებულიყო, ძალიან ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ, რათა გადავადებულიყო. გაცილებით ცუდი შედეგი მივიღეთ, ვიდრე ველოდით.

ყველა სერვისს 30-40%-ით მოაკლდა სახელმწიფო დაფინანსება, რაც აისახა კლინიკების შემოსავლებზე და შედეგად ძალიან ბევრმა კლინიკამ შეამცირა მედპერსონალი ან ჯერჯერობით არ შეამცირა და ხელფასები მოაკლო 15%-იდან 38%-მდე. შესაბამისად, დარგის განვითარება აბსოლუტურად ჩავარდა იმიტომ, რომ კლინიკებს მოაკლდა შემოსავალი რეინვესტირებისა და ახალი აპარატურის შესყიდვისთვის. შედეგად, პაციენტს გაუუარესდა სერვისი, ზოგიერთ შემთხვევაში კი გაუძვირდა“, - აცხადებს გრიგოლია.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალება არ შეასრულა და ჯანდაცვის სექტორთან გამართული შეხვედრები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

„ნოემბერში, როდესაც პრემიერ-მინისტრთან იყო შეხვედრა, მან ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, რომ თუ რამე ხარვეზი იყო, შეხვედრები გაემართათ და გამოესწორებინათ. ეს დავალება ფორმალურად შეასრულეს, სამინისტროში ზოგჯერ ცალკე იბარებდნენ კლინიკებს, ხვდებოდნენ ასოციაციებს, მაგრამ დღემდე არცერთი გადაწყვეტილება მიღებული არაა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2013 წელს ტაშისკვრით მიიღეს, ნაჩქარევად იყო მიღებული, ამას მყარი ეკონომიკა სჭირდება და საქართველოში არ მუშაობს.

ყოველწლიურად იზრდება საჭირო თანხების ოდენობა, რასაც ჩვენმა ბიუჯეტმა ვერ გაუძლო და ჯანდაცვის სამინისტრომ მარტივად, ბიუჯეტის სეკვესტრის გადაწყვეტილება მიიღო. ეს პრემიერს არც დაუმალავს, პირდაპირ თქვა შეხვედრაზე“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია.

მისი თქმით, გამოსავალი ალბათ, არსებული ჯანდაცვის სისტემის ცვლილებაა, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტი ვერ უძლებს ამ პროგრამის ხარჯს.

ცნობისთვის, ამჟამად ​საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ღია სხდომა/საჯარო დისკუსია იმართება, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი 520-ე დადგენილების შედეგებია.

სხდომაზე მოწვეული იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელობა, რომლებიც შეხვედრას არ ესწრებიან.

შეგახსენებთ, 2019 წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს