მარია კოტაევა - „რაზდახანის“ ე.წ. გამშვები პუნქტი ორი თვის შემდეგ გაიხსნება

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ინფორმაციისა და პრესის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მარია კოტაევას ინფორმაციით, ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი „რაზდახანი“, რომელიც 6 თებერვალს დაიხურა, ორი თვის შემდეგ გაიხსნება, როგორც ამას მანამდე მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს.

მისი თქმით, პუნქტი 2 თებერვალს უნდა დახურულიყო, მაგრამ, „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობამ მისი 6 თებერვალს დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

კოტაევას ინფორმაციით, ახალგორში არავითარი სამრეწველო კრიზისი არ არსებობს და არასწორია ინფორმაცია საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებულ დეფიციტზე, საავადმყოფოებსა და აფთიაქებს ყველა საჭირო მედიკამენტი გააჩნიათ.

„უფრო მეტიც, რაიონის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოში ნათესავებთან მიემგზავრებოდნენ, თან ჰქონდათ უზარმაზარი ჩანთები და საკუთარი ნაკვეთებიდან ხილ-ბოსტნეულით დატვირთული ტომრები“,- განაცხადა კოტაევამ.

ცნობისთვის, გასული წლის 2 დეკემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალგორის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის და უკან დაბრუნების საშუალება ორ თვეში ერთხელ მისცენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა