ტაილანდელი ჯარისკაცი, რომელმაც 26 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია

32 წლის ტაილანდელი ჯარისკაცი ჯაკრაპანტ ტომა, რომელმაც ტაილანდის ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში 26 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 26 და დაჭრილია 57 ადამიანი.

მათივე ცნობით, თავდასხმამდე მამაკაცმა მეთაური მოკლა და სამხედრო ბანაკიდან იარაღი მოიპარა, მოგვიანებით ის ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა.

მამაკაცმა სოციალურ ქსელში პისტოლეტისა და ტყვიების ფოტო ატვირთა და დაწერა : „აღელვების დროა, სიკვდილს ვერავინ აიცილებს.“ თავდასხმის დროს კი მან ვიდეოც გაავრცელა. „ფეისბუქის“ადმინისტრაციამ ჯაკრაპანტ ტომას პროფილი გააუქმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია