მამუკა ხაზარაძე - ტყავის ქურთუკების ჩაცმა აკლიათ და საბჭოთა კომისრები იქნებიან

ეს ქვეყანა შეიცვლება - ჩემი პარტია გპირდებათ ამას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა დღეს მე-20 საუკუნის დასაწყისის მეთოდებით იმართება.

„მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, ეს ქვეყანა შეიცვლება, შეიცვლება არჩევნებზე. ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური მენტალობა, ეს არაფორმალური მმართველობა, ეს ახალგაზრდა ხალხის წამვლა, რომელიც გამოიხატება ყველა იმ სტრუქტურაში, რომელიც მას ექვემდებარება პირადად, შეიცვლება და ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგება აღმშენებლობის გზას. ეს მოხდება, მე გპირდებით! ჩემი პარტია გპირდებათ იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, 21- საუკუნეა და ქვეყანა იმართება მე-20 საუკუნის დასაწყისის მეთოდებით, ტყავის ქურთუკების ჩაცმა აკლიათ და იქნებიან საბჭოთა კომისრები. მე გპირდებით, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, ბიძინა ივანიშვილის და მისი დამქაშების მენტალობა ამ ქვეყნიდან წავა”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა