დავით ბაქრაძე ხელისუფლებას - გიგი უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, გიგი უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც ხელისუფლება უკან ვეღარ დაბრუნდება.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უგულავას დაპატიმრება იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.

„ყველას გვესმის, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ დევნა არის ის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მომდინარეობს ქვეყნის დღევანდელი ფორმალური და არაფორმალური ხელისუფლებისგან - ივანიშვილისგან და “ქართული ოცნებისგან“. ამას ადასტურებს ორკესტრირებული მოქმედებები პროკურატურის, სასამართლოს და პოლიციის მხრიდან ყველაფერში, რაც ეხება გიგი უგულავას. ამას ადასტურებს ის, რომ პირველივე საქმე, რომელსაც იღებს ახლად დანიშნული მოსამართლე შალვა თადუმაძე გახლავთ საქმე, რომელიც პროკურორმა თადუმაძემ გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში და ახლა პასუხისმგებელია განაჩენზე, რომელიც დადგება. მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარკებებს, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ არ არის განაჩენი დამდგარი, მინდა ვიქონიო იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრი, არ დააზიანოს შეუქცევადად ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი და არ დაიზიანოს საკუთარი თავი.

ყველა ვხედავთ, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების არ ეშინია, არსად იმალება და არსად მიდის. გიგი უგულავას შეგნებული ბრძოლის ნაწილია ის,რომ შეგნებულად შეიძლება წახვიდე ციხეში, საქმე არის ხელისუფლებაზე, ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე. ან ეყოფათ საღი აზრი და ამ პროცესს არ მიიყვანენ იმ დასასრულამდე, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ ჩანს, ან შეუქცევადად დაზიანდება გარემო და მათ შორის დაზიანდება მათი მომავალი პერსპექტივა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა