ქართული საგანმანათლებლო მოდელის პირველი მასშტაბური ექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბატიაშვილი და მასპინძლობის მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მანანა უგულავა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის მთავრობის წევრებთან ქართული საგანმანათლებლო მოდელის ექსპორტთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ტექნოპარკიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, მხარეებს შორის აღნიშნულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მემორანდუმს 10 თებერვალს ნურსულთანში მოეწერა ხელი. შეთანხმება 2020 წლის მარტიდან ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მეშვეობით ყაზახეთში ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობას, ასევე, ქართველი და საერთაშორისო ლექტორების მიერ სასწავლო პროცესების წარმართვას გულისხმობს.

„ქართული საგანმანათლებლო მოდელით ყაზახეთის მხარე მას მერე დაინტერესდა, რაც BTU-სა და მასპინძლობის მართვის ინსტიტუტის ძალისხმევით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შემავალი შვეიცარული სკოლა, უპირობო ლიდერი ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით - Les Roches საქართველოში შემოვიდა და BTU-ს ბაზაზე დაიწყო ფუნქციონირება. საქართველოში Les Roches პირველი წარმატებული კურსდამთავრებულები უკვე ჰყავს და ამჟამად საერთაშორისო სასტუმროების მართვის 2021 წლის სადიპლომო პროგრამაზე სტუდენტთა მეორე ნაკადის სწავლება მიმდინარეობს.

ასევე, ქართული მოდელის ექსპორტის საფუძველი გახდა მნიშნელოვანი შეთანხმება UNWTO-სთან მსოფლიო ტურიზმის აკადემიის საერთაშორისო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ქართული საგანმანათლებლო მოდელით დაინტერესება სხვადასხვა ქვეყანამ გამოხატა. ექსპორტის პირველი ქვეყანა ყაზახეთია და თანამშრომლობის ასეთი პრეცედენტი უკვე შედგა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის