სერგი კაპანაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა პარტნიორების შეფასებებს, მან აირჩია ვექტორი, რომელიც დასავლეთზე აღარ გადის

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა პარტნიორების შეფასებებს, მან აირჩია ვექტორი, რომელიც აღარ გადის დასავლეთზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ კონგრესმენ ადამ კინზინგერის გუშინდელ შეფასებასთან დაკაშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს ივანიშვილისთვის და ქვეყნისთვის საგარეო ასპარეზზე ნეგატიური შედეგი მოჰყვება.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ როგორც კონგრესმენ კინზიგერის, ისე სენატორ რიშის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებები, რომელიც არის უკიდურესად კრიტიკული. ეს არის განცხადებები, სადაც ცალსახად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე არის საუბარი, რომ საქართველოში დემოკრატია აღარ არის და მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ბუნებრივია, ამას ყველაფერს ექნება ქვეყნისთვის შედეგი, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი ივანიშვილისთვის, მაგრამ ეს არის ივანიშვილის არჩევანი. მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა პარტნიორების შეფასებებს, მან აირჩია ვექტორი, რომელიც აღარ გადის დასავლეთზე, იმიტომ რომ შეუძლებელია იქცეოდე ისე, რომ ეს შეფასებები. რომელიც მოდის კონკრესმენებისა და სენატორებისგან, არ გაღელვებდეს. მას, როგორც ჩანს, ეს არ აღელვებს. რეაქციაც იქნება ამაზე ადეკვატური, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მხრიდან, ისე ჩვენი ამოცანა დარჩება ის, რომ ამ არჩევნებში არსებული მოდელით გავანადგუროთ ხელისუფლება, ისევე იქნება ნეგატიური შედეგები მისთვის პირადად და სამწუხაროდ, ქვეყნისთვსისც საგარეო ასპარეზზე“,- განაცხადა კაპანაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ უგულავას დაკავების ფაქტს სახელმწიფოს მიმართ რაიმე სანქცია მოჰყვეს, კაპანაძემ განაცხადა, რომ არსებობს მაგალითები, როდესაც მსგავსი შემთხვევა პერსონალური ან სხვა ტიპის სანქციით დაისაჯა.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე მაგალითი ამ რეგიონში, როდესაც ისეთი ქცევა, როგორიც გუშინ ჩაიდინა ივანიშვილმა, შემდეგ ისჯება ხოლმე კონკრეტული პერსონალური და სხვა ტიპის სანქციებით. ასეთი მაგალითები გვაქვს არა მხოლოდ მოლდოვაში, ასეთივე შემთხევვევბი გვაქვს რუმინეთში პარტიის ყოფილი ლიდერის და პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, ასევე ბულგარეთში, ყოფილი მოსამართლის შემთხვევაში. საქართველოში ყველა ეს მაგალითი უბრალოდ ივანიშვილმა გააერთიანა ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ზუსტად იგივე შედეგი დადგეს მისთვისაც“,- განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა