ზურაბ ჯაფარიძე - შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ჩემი ჩათვლით, ხაზარაძეც, მელიაც, მინიმუმ სამი პოლიტპატიმარი უკვე გვყავს

სამი პოლიტიკური პატიმარი იქნება თუ ხუთი ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, პოლიტიკური დევნილები გვყავს ქვეყანაში და ამას ზუსტად ასე აფასებს დასავლეთი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გიგი უგულავას დაკავების ფაქტზე განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შემდგომში დაკავებული შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი მისი ჩათვლით, მათ შორის მამუკა ხაზარაძეც და ნიკა მელიაც.

„გიგი უგულავას საქმე არის ცალსახად პოლიტიკური, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ დევნა არის პოლიტიკური ხასიათის, ივანიშვილი ცდილობს მოიცილოს პოლიტიკური ლიდერები ერთი მხრივ და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად აწიოს პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში და შექმნას დაპირისპირება ორ პოლუსს შორის. ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელსაც ის თამაშობს ამ ქვეყანაში რამდენიმე წელია და ჰგონია რომ ამჯერადაც გამოუვა. რაც შეეხება დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკას ეს კრიტიკა გაგრძელდება, ცხადია, ისინი ხედავენ და ობიექტურად აფასებენ რეალობას რაც ქვეყანაში არის. კარგია, რომ შეეშვნენ დიპლომატიურ ენას და პირდაპირ, ღია ტექსტებით გველაპარაკებიან ამას ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოში მოსახლეობის განწყობაზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ჩემი ჩათვლით, ხაზარაძეც, მელიაც, უკვე გვყავს მინიმუმ სამი პოლიტიკური პატიმარი ეს არის: გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და ნებისმიერი შეიძლება იყოს. სამი პოლიტიკური პატიმარი იქნება თუ ხუთი ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, პოლიტიკური დევნილები გვყავს ქვეყანაში და ამას ზუსტად ასე აფასებს დასავლეთი,“ - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის აზრით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებმა ყოველგვარი შინაარსი დაკარგა და „ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ლაპარაკის გამო არ გიჭერენ“.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა