დიმიტრი ცქიტიშვილი - დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მოსალოდნელი იყო კრიტიკა თავიდან დაიწყებოდა. დაიწყებოდა კიდევ უფრო მწვავედ, ვიდრე აქამდე იყო ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკა არის ობიექტური.

"ამას სჭირდება არამხოლოდ გზავნილების შეცვლა, არამედ ქვეყანაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. იმიტომ, რომ ის, რაც ხდება არ არის დემოკრატიისკენ მიმავალი გზა. ამაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მიგვითითებენ. ვფიქრობ, რომ ამ გზას უნდა დავუბრუნდეთ. ერთი ადამიანი ჯერ პროკურორის ამპლუაში და შემდეგ უკვე უზენაესი სასამართლოს წევრის ამპლუაში იღებს გადაწყვეტილებას, აჩენს კითხვებს. ხელისუფლება არის პროცესის წარმმართავი და მან უნდა წარმართოს პროცესი ისე, რომ ყველა მოთამაშე თამაშის გარკვეულ წესებში ჩაჯდეს. გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ეს მოლაპარაკებები ჩაშალა. მქონდა განცდა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მიდიოდა ოპოზიცია და თითქოს გამოჩნდა კონტურები იმის, რომ ოპოზიცია დათმობაზე წავიდოდა. დღევანდელ მდგომარეობაზე ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო