ანა დოლიძე - ხელისუფლებაში ძირითადად არიან არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ვერ ერკვევიან საერთაშორისო ურთიერთობების ანა-ბანაში

საბოლოო ჯამში ხელისუფლებას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება: ან აქედან უნდა ეცადონ, რომ გააკეთონ ჩრდილოეთ კორეა, რაც არ გამოვა, ან უნდა გადაწყვიტონ, რომ განვითარების სწორ გზაზე დადგნენ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან” ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძის განმარტებით, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მეგობრობა და საერთაშორისო ურთიერთობები თავისუფლების პრინციპებს ეყრდნობა დ ამ გზიდან გადახვევა კრიტიკულ რეაქციას გამოიწვევს.

„ვიცით, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ძირითადად არიან არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ვერ ერკვევიან საერთაშორისო ურთიერთობების ანა-ბანაში. პრობლემა იმაშია, რომ რაც არ უნდა მოინდომონ, აქედან არ გამოვა ჩრდილოეთ კორეის გაკეთება, არ გამოვა ფანტასმაგორიული სამყაროს შექმნა, როგორც კიმ ჩენ ინს აქვს და ადამიანების დაჯერება, რომ აქ გასაოცარი კეთილდღეობაა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც გაბმული აქვს ბევრი საერთაშორისო ურთიერთობა, უამრავი ორგანიზაციის ნაწილია და ეს მეგობრობა ეყრდნობა პრინციპებს, რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება, ამიტომ თუ ჩვენ გადავუხვევთ ამ გზას იქნება კრიტიკული რეაქცია“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა შესაძლო სანქციებზეც ისაუბრა.

„აუკრძალონ ბატონ თალაკვაძეს, მდინარაძეს, კობახიძეს ევროპაში მოგზაურობა და ფულის გადარიცხვა. ამ გაზულუქებულ ვაჟბატონებს რომ შეეზღუდოთ საშუალება ისეირნონ მილანისა და პარიზის ქუჩებში, ეს ცალსახად კარგია და დიახაც, ეს უნდა გაკეთდეს,” - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია