ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ინტერესია მოლაპარაკებები, რათა არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს და არ გაჩნდეს კითხვები, რომელზეც ისევ ჩვენ მოგვიწევს პასუხის გაცემა

ჩვენ მზად ვიყავით დიალოგისთვის, დღესაც და შემდგომშიც ვიქნებით მზად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები მნიშვნელოვანია და მას ყურადღებით ადევნებენ თვალს.

„გუშინ გავრცელდა აშშ-ს საელჩოს განცხადება, სადაც საელჩომ ჩვენი პოზიცია, რომ აუცილებელია დიალოგი და მოლაპარაკებების წარმოება ოპოზიციასთან, სრულად გაიზიარა.

ჩვენ ვიყავით მზად დიალოგისთვის. ჩვენ დღესაც და შემდგომშიც ვიქნებით მზად დიალოგისთვის, როგორც ის ძალა, რომელიც აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია ქვეყნის მართვაში. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ამის ფარგლებში შევთავაზეთ კომპრომისული ვერსია. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ რჩევებს და სწორედ ამ რჩევიდან გამომდინარე ვსხედვართ მოლაპარაკებათა მაგიდასთან“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, უგულავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება თუკი ვინმეზე პოლიტიკურად საზიანოდ მოქმედებს, ეს არის მმართველი გუნდი.

„ჩვენ გვიწევს პასუხების გაცემა იმაზე, რატომ გამოიტანა გუშინ თუ დღეს სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. პოლიტიკურად მოტივირებული შეიძლება უწოდო საქმეს, რომელიც დაიწყო 2019 ან 2020 წელს. ეს ბრალი წარედგინა უგულავას 2013 წელს. უზენაეს სასამართლოში ელექტრონული საქმის განაწილებაა და ელექტრონულად ეწერება ადამიანს და რა უნდა გვეთქვა? ვინმესთვის გაგვებედა და გვეთქვა რომ უზენაესმა სასამართლომ დღეს და ხვალ რაიმე გადაწყვეტილება არ გამოიტანოთ?! ჩვენ უნდა ჩავერიოთ სასამართლო სისტემაში? არანაირი სამართლებრივი ხარვეზი ამ საკითხებთან მიმართებით არაა. თუ მართლა მოწადინებულები არიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასაჯდომად, ვთავაზობთ. ჩვენი ინტერესია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა, ვინაიდან არჩევნები ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად ჩატარდეს და არ გაჩნდეს კითხვები, რომელზეც ისევ ჩვენ მოგვიწევს პასუხის გაცემა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ოპონენტები რამე სამართლებრივ ხარვეზს ხედავენ, ეს საქმე გადაიტანონ სტრასბურგში და პოლიტიკური დიალოგი განაგრძონ პოლიტიკურ სივრცეში.

„ჩვენ ვთავაზობთ ბატონ უგულავას, დაცალოს ეს საქმე პოლიტიკისგან და მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა