„თავისუფალი საქართველო“ ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებთან“ კონსულტაციებს გამართავს

„თავისუფალი საქართველო“ ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებთან“ კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, „თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმის საკითხზე მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურება.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისთვის: დაწყებული გასული წლის 14 ნოემბრიდან, როდესაც წინასწარ დადგმული ფარსის მოწყობით ჩააგდო პარლამენტში დაგეგმილი კონსტიტუციური რეფორმა, ასევე, მომდევნო თვეებში საკითხისადმი ცინიკური და აგრესიული დამოკიდებულებით, როცა მმართველი გუნდი, ოპოზიციის შეთავაზებების რეალური განხილვის ნაცვლად, ყველანაირად ცდილობდა პროცესის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანას.

შედეგად, შექმნილია ვითარება, როდესაც მოლაპარაკებების პროცესი შეწყვეტილია, ოპოზიციის ერთი ნაწილი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, პარალელურად სრულიად აშკარად ჩანს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის ნიშნები, ხოლო ხელისუფლება ამ პროცესებზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს.

ორ მტრულად გაყოფილ ბანაკს შორის პოლარიზაციის ზრდის და ძალადობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პოლიტიკურ პროცესში ახალი კონსტრუქციული ინიციატივების გაჩენა. ამ თვალსაზრისით, უაღრესად პოზიტიურად გვესახება საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წინადადება და მზად ვართ, მათთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად გავარძელოთ ჩიხიდან გამოსავლის გზების ძიება.

საბოლოო ჯამში, აუცილებელია შეჯერება მოხდეს ისეთ სარჩევნო მოდელზე, რომელიც ასახავს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის ინტერესს, რათა, ერთი მხრივ, მომავალ არჩევნებზე მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი, ხოლო, მეორე მხრივ - საბოლოოდ გამოირიცხოს სამომავლოდ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის დამყარების შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს