გიორგი ვაშაძე - აღარ ვაპირებთ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის თამაშში აყოლას

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო მოდელის პრინციპი, რომელიც 100/50-ს ითვალისწინებს მიუღებელია და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ასეთი სახის სისტემას არ ემხრობა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებულ თამაშში აყოლას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ მათი სამოქმედო გეგმა, მთავარი ფაზის დასასრული მხოლოდ და მხოლოდ 4 აპრილს დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქცია იქნება.

„100/50-ზე მიუღებელია. ჩვენ ამის მხარდაჭერას არ ვაპირებთ. კიდევ ერთხელ, მარტივად ვუხსნი საზოგადოებას - ჩვენ არ ვვაჭრობთ ადგილებით. აღარ ვაპირებთ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის თამაშში აყოლას და ჩვენი გეგმა არის მრავალკომპონენტიანი, კომპლექსური და შედგება რამდენიმე ფაზისგან: პირველი დიდი ფაზის დასასრული 4 აპრილის აქცია იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა