ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება წნელისთან საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფების გააქტიურების შესახებ იუწყება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის КГБ 2020 წლის თებერვლიდან სოფელ წნელისთან საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფის გააქტიურების შესახებ იუწყება. დე ფაქტო უწყების ცნობით, აღნიშნული გამოიხატება ყოველდღიურ პატრულირებაში პოლიციის გაძლიერებული განაწესით, სათვალთვალო პოსტების საინჟინრო მოწყობის გაგრძელებაში და უპილოტო საფრენი აპარატებით ოპტიკურ და საჰაერო დაზვერვაში. ამის შესახებ დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით სააგენტო „რესი“ იუწყება.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ავლენს პათოლოგიურ ქმედუუნარობას, მოიძიოს და იპოვოს კომპრომისული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების ფონზე და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე საქართველოს რაიონებში“ ,- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო