ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2020

რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე - უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს?

დავით ბერძენიშვილი - “თუ ლავროვს შემოუშვებენ, ბარემ არმიაც მოაყოლონ, ისე პროტესტს ვერ ჩაახშობენ”

* * *

რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე - უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს?

"ევროიინტეგრაციის გზაზე მდგარი საქართველო განსაცდელებს ევროპიდანაც იგერიებს. მომავალში შეიძლება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობაც ძვირად დაუჯდეს. ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ევროპარლამენტიდან კიდევ დაატყდა. კერძოდ, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტზე ჩავადა დოკუმენტი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მოსაზრებები ამ საკითხზე არ დაემთხვა ოპოზიციისა და ევროდეპუტატების შეფასებებს. ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპულ კურსს აზიანებს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე? / უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს?

“საქართველოს დელეგაციას ამ სხდომაზე მოუხდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი ბოროტად იყენებს უვიზო რეჟიმს ევროპაში დაუსაბუთებელი თავშესაფრის მისაღებად. სულ უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ამ სიკეთით საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უვიზო რეჟიმის წესებს ემორჩილებოდა. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად უკვე 16-მა სახელმწიფომ აღიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საივრცეში ქართველები თავშესავაფარს ვეღარ მოითხოვენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საკმაოდ აქტიური უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა. თუ ოფიციალური თბილისი ასე თვლის, მაშინ ეს საკითხი სხვა ევროპულ სტრუქტურაში - ევროსაბჭოშიც უნდა წამოსწიოს. ევროპის მინისტრთა კომიტეტის სხდომას, რომელიც ყოველწლიურად მაისში იმართება, წელს თბილისმა უნდა უმასპინძლოს. საქართველო, როტაციის წესით, კომიტეტის თავმჯდომარეა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა მინისტერიალზე რუსული დელეგაციაც დაპატიჟა. მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში ჩამოვა. არ სახელდება შემადგენლობა. 6 წლის განშორების შემდეგ ევროპის საბჭოში დაბრუნებული რუსეთი დემოკრატიზაციისა და აგრესიის შეწყვეტის სურვილს მაინცდამაინც არ ამჟღავნებს. თუმცა, მას ევროპის საბჭოში კარს ფართოდ უღებენ. ექსპერტების აზრით, გამოჩნდა რუსეთისადმი ევროპის კეთილგანწყობისა და ევროპის აშშ-სთან უთანხმოების ზრდის ტენდენცია”, - დასძენს გამოცემა.

“ექსპერტთა განმარტებით, რუსეთის დაბრუნებით განსაკუთრებით დაინტერესებული არიან მილსადენი “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის მონაწილე ევროპელი მოთამაშეები. ევროპის საბჭომ რუსეთის უკან მიღებით ფაქტობრივად მოხსნა სანქცია რუსეთის მიმართ. 2014 წლის აგრესიის შემდეგ რუსეთს ბევრი სანქცია დაუწესდა. ექსპერტების პროგნოზით, ევროკავშირი რუსეთს სანქციებს სრულად არ მოუხსნის, თუმცა შეამცირებს მათ მოცულობას. თავად რუსეთში აცნობიერებენ, რომ რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ, ევროპის საბჭოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. რუსი კომენტატორების აღშფოთებას იწვევს ის, რომ ევროსტრუქტურებში, განსაკუთრებით ევროკავშირში, გადაწყვეტილებების მიღებისას პრევალირებს არა ძველი ევროპელების პოზიცია, არამედ ისეთი "რუსოფობიური" მოსაზრებები, როგორიც აქვთ პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“აშკარაა, საქართველო ცდილობს, არ შეეწინააღმდეგოს ევროპის საბჭოს რუსეთთან შერიგების ტენდენციას. თუმცა “გავრილოვის ღამის” გადატანის შემდეგ რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა თბილისში ნიშნავს კიდევ ერთი რევოლუციური სცენარის გათამაშების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრი ლავროვი, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, თავის მაგივრად სხვას გამოაგზავნის”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

დავით ბერძენიშვილი - “თუ ლავროვს შემოუშვებენ, ბარემ არმიაც მოაყოლონ, ისე პროტესტს ვერ ჩაახშობენ”

“რა თქმა უნდა, ეს ძალიან წითელი ხაზია! ლავროვი არის პუტინის მთავარი პარტნიორი საქართველოს ოკუპაციის საკითხებში. 16 წელია ის არის რუსეთის საგარეო საქმეა მინისტრი და სრული თანამონაწილეა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის, აგრესიის, ოკუპაციის თუ ანექსიისა. ჩვენმა ქყვეყანამ არ უნდა შემოუშვას ლავროვი. ლავროვის შემოსვლა ნიშნავს, რომ ბარემ შემოყვეს არმიები - სხვანაირად შეიძლებელი იქნება ქართული პროტესტი ჩახშობა. თუ ხელისუფლებას ესკალაცია არ უნდა, მაშინ მას შეუძლია ორი ვარიანტიდან ერთი აირჩიოს - ან ლავროვის რომელიმე მოადგილე შემლოუშვას, რომელსაც არ აქვს დარღვეული ოკუპაციის კანონი ან სტრასბურგში ჩაატარონ ეს შეხვედრა - არავიტარ პრობლემა არ არის. რუსეთის ოკუპაციის ერთ-ერთი ავტორის შემოსვლა საქართველოში, ბუნებრივია იქნებოდა ოკუპაციის კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა”, - აცხადებს “რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ბერძენიშვილი: “თუ ლავროვს შემოუშვებენ, ბარემ არმიაც მოაყოლონ, ისე პროტესტს ვერ ჩაახშობენ” / “ევროპარლამენტმა “ოცნება” ყვითელი აჩვენა, თუ ესენი ხელისუფლებაში დარჩნენ, ეს სახიფათო იქნება ქვეყნისთვის”

“თუ ხელისუფლებას ესკალაცია არ უნდა, მაშინ მას შეუძლია ორი ვარიანტიდან ერთი აირჩიოს - ან ლავროვის რომელიმე მოადგილე შემოუშვას, რომელსაც არ აქვს დარღვეული ოკუპაციის კანონი ან სტრასბურგში ჩაატარონ ეს შეხვედრა - არავითარ პრობლემა არ არის. რუსეთის ოკუპაციის ერთ-ერთი ავტორის შემოსვლა საქართველოში, ბუნებრივია, იქნებოდა ოკუპაციის კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა. ევროპარლამენტში მმართველი გუნდი ისე იქცევა, როგორც არაკვალიფიციური ადამიანები. ტერმინი “არაკვალიფიციური” კიდევ შერბილებული შეფასებაა. სიბრიყვეა ეს, როდესაც მათივე პარტიის პარტნიორი გაერთიანება “სოციალისტები”, ისეთივე მკვეთრები არიან, როგორც სხვები. “სახალხო პარტიას” “ქართულო ოცნების” წარმომადგენლები აგდებით მოიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის მერკელის პარტია და ბევრი სხვა სახელისუფლებო პარტია ევროპაში სწორედ “სახალხო პარტიის" შემადგენლობაშია. თუმცა ისინი მარტო არ არიან - მათთან არიან “ლიბერალებიც”, “მწვანეებიც” - ანუ ისინი, ვინც 1012 წელს სააკაშვილს აკრიტიკებდნენ და მაშინდელ ჩვენ კოალიციას გულშემატკივრობდნენ... ეს “ყვითელი ბარათი”, რომელიც ამოუღეს “ქართულ ოცნებას” თუ ესენი ხელისუფლებაში დარჩნენ, სახიფათო იქნება ქვეყნისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი და შეკითხვაზე - “ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, მაგრამ არა “ოცნებას”, რომელიც სასამართლოს იყენებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგო. ეს გზავნილი როგორ ითარგმნება?” - პასუხობს:

“რა თქმა უნდა, მათი გზავნილი ეს არის და ეს არის კარგი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ყვითელი ბარათი ხელისუფლებისთვის და ეს არის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა