ქეთევან ციხელაშვილი - ცხინვალის რეგიონში ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს, რაც პირდაპირ მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ

ცხინვალის რეგიონში ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს, რაც პირდაპირ მიმართულია ადამიანების წინააღ მდეგ და არა მხოლოდ ქართველები არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება,-ამის შესხებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ცხინვალის რეგიონში მწვავედ დგას ჰუმანიტარული კრიზისი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჭიროება ძალიან მაღალია, რომ შედიოდეს მედიკამენტები და პროდუქტები, თუმცა რეპრესიული ზომები ტარდება, რაც მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირების და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან.

„საუბედუროდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს ახალი არაა, მაგრამ საუბედუროდ ახალი გამოვლინებები აქვს , რომლებსაც ასობით და ათასობით ადამიანებზე აქვს გავლენა. ის, რომ ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს რამდენიმე დღის წინ და დღესაც გრძელდება, პირდაპირაა მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. ამ პრინციპით იქ მცხოვრები ადამინების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა და მათი გაწირვა ხდება“,-აღნიშნა ციხელაშვილმა.

მინისტრი ახალგორის მიმართულებით გადაადგილების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ თემებზე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან უკვე განიხილა ცხინვალის რეგიონში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული პირობები.

„ აუცილებლად უნდა იქნას უზრუნველყოფილი გადაადგილების შესაძლებლობა ახალგორის და ასევე სხვა მიმართულებით. მოვუწოდებ ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა , მიეცეთ ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა და შეწყდეს ყველა ის რეპრესიული ზომა, რომელიც ასეთ სახეს იღებს, რომ სააფთიაქო ქსელებიდან იღებენ მედიკამენტებს ქართული წარწერებით, რომლებიც იქ ისედაც ძალიან რთული გზის გავლით ხვდება. აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი“,-აცხადებს ციხელაშვილი.

რაც შეეხება მასწავლებლებს, როგორც მინისტრი აცხადებს, ესეც დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოვლინებაა და არაა ახალი. ახალგორსა და გალის რაიონში არაერთხელ მომხდარა ეთნიკური ნიშნით მასწავლებლების გათავისუფლება. ამასთან, მისივე თქმით, სინქრონიზებული პოლიტიკაა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ქეთევან ციხელაშვილი - ცხინვალის რეგიონში ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს, რაც პირდაპირ მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ

ცხინვალის რეგიონში ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს, რაც პირდაპირ მიმართულია ადამიანების წინააღ მდეგ და არა მხოლოდ ქართველები არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება,-ამის შესხებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ცხინვალის რეგიონში მწვავედ დგას ჰუმანიტარული კრიზისი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჭიროება ძალიან მაღალია, რომ შედიოდეს მედიკამენტები და პროდუქტები, თუმცა რეპრესიული ზომები ტარდება, რაც მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირების და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან.

„საუბედუროდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს ახალი არაა, მაგრამ საუბედუროდ ახალი გამოვლინებები აქვს , რომლებსაც ასობით და ათასობით ადამიანებზე აქვს გავლენა. ის, რომ ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს რამდენიმე დღის წინ და დღესაც გრძელდება, პირდაპირაა მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. ამ პრინციპით იქ მცხოვრები ადამინების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა და მათი გაწირვა ხდება“,-აღნიშნა ციხელაშვილმა.

მინისტრი ახალგორის მიმართულებით გადაადგილების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ თემებზე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან უკვე განიხილა ცხინვალის რეგიონში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული პირობები.

„ აუცილებლად უნდა იქნას უზრუნველყოფილი გადაადგილების შესაძლებლობა ახალგორის და ასევე სხვა მიმართულებით. მოვუწოდებ ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა , მიეცეთ ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა და შეწყდეს ყველა ის რეპრესიული ზომა, რომელიც ასეთ სახეს იღებს, რომ სააფთიაქო ქსელებიდან იღებენ მედიკამენტებს ქართული წარწერებით, რომლებიც იქ ისედაც ძალიან რთული გზის გავლით ხვდება. აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი“,-აცხადებს ციხელაშვილი.

რაც შეეხება მასწავლებლებს, როგორც მინისტრი აცხადებს, ესეც დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოვლინებაა და არაა ახალი. ახალგორსა და გალის რაიონში არაერთხელ მომხდარა ეთნიკური ნიშნით მასწავლებლების გათავისუფლება. ამასთან, მისივე თქმით, სინქრონიზებული პოლიტიკაა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი