გიგა ბოკერია - ვიცით, რომ შოთაძეს მხარს დაუჭერენ, ამიტომ არის ივანიშვილის მთელი ვერტიკალი გამოსაცვლელი

სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ შოთაძეს მხარს დაუჭერენ, ამიტომ არის ივანიშვილის მთელი ვერტიკალი გამოსაცვლელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში პირადი ხელქვეითები ჰყავს.

„პრეტენზიების მთელი პაკეტია ზოგადად, ივანიშვილის მიდგომა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ყველა შტოში, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში და პროკურატურაშიც მისი პოლიტიკური გუნდის წევრები კი არ არიან, მისი პირადი ხელქვეითები არიან და მის დაკვეთას ასრულებენ. მაგრამ შოთაძესთან დაკავშირებით არის დამატებითი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფის მაგალითი, იმის, რომ ფეხებზე მკიდიხარ. ეს კაცი გადადგა არა იმიტომ, რომ ოპონენტებს დევნიდა, რაც თავისთავად ცუდია, ეს იყო ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ. ივანიშვილის და „ოცნების“ მომხრეები, დეპუტატებიც კი აღშფოთებულები იყვნენ, როგორ მოიქცა ეს კაცი ასეთი ტრაგედიის დროს, როცა მისმა უწყებამ სამსახურებრივი ნეპოტიზმის გამო ხელი დააფარა ვიღაცებს. ახლა ეს ყველაფერი თავში წაიშალეს, ვითომ არ ყოფილა და ხელახლა სთავაზობენ საზოგადოებას კაცს, რომელზეც „ოცნების“ მომხრეებიც კი აღშფოთებულები იყვნენ. „სილქნეტივით“ არიან, პატარა მეხსიერება უნდათ რომ ჰქონდეს საზოგადოებას, რაც ასე არ არის! სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით რომ მხარს დაუჭერენ შოთაძეს, ამიტომ არის ივანიშვილის მთელი ვერტიკალი გამოსაცვლელი“, - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა