პარლამენტის სხდომაზე, არჩილ თალაკვაძის მოხსენებისას, ოპოზიციის წევრებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

"ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

თავის მხრივ, ელენე ხოშტარიამ თალაკვაძის გამოსვლა "ცეკას მოხსენებას" შეადარა და აღნიშნა, რომ "ჩვენი ქვეყანა არასდროს იქნება საბჭოთა კავშირი".

"ჩვენ ქვეყანაში არ იქნება ცეკას მოხსენებები. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალაუფლება, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვეგუებით.მუდმივად ექნებათ ეს დისკომფორტი", - განაცახადა ელენე ხოშტარიამ, რითაც მათ მიერ გამართული პერფორმანსის მიზეზი ახსნა.

საბოლოოდ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სასესიო დარბაზი მანდატურების დახმარებით დატოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა