გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე “ინტერპრესნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოსთან საუბარში ინფორმირებული წყარო ჰყვება, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სამხედრო პირი, მერაბ კობიაშვილი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა. წყაროს ცნობითვე, მკვლელობამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე, ინციდენტში მონაწილე პირებისა და გარდაცვლილის მხრიდან ბელარუს ტურისტებთან ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ტურისტები სასტიკად სცემეს.

„როგორც ვიცი, ინციდენტში მონაწილე პირებმა ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. თავის მხრივ, კობიაშვილმა მომხდარის გამო უსაყვედურა გარდაცვლილსა და მის მეგობრებს, რაზეც ისინი განაწყენდნენ და კობიაშვილს დაემუქრნენ. ორი კვირის მერე კობიაშვილმა, სავარაუდოდ, იგივე ბარში უკვე ფრანგი ტურისტები მიიყვანა, მის გამოჩენას კი აღნიშნული პირების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება მოჰყვა - ისინი კობიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ“, - აცხადებს ინფორმირებული წყარო.

ასევე, როგორც წყარო ჰყვება, ბრალდებულმა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავისივე იარაღიდან მიიღო, რის შემდეგაც ინციდენტში მონაწილე პირებმა ის წააქციეს და ძირს დაგდებულს სცემეს“.

ცნობისთვის, 17 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

იხილეთ ვიდეო: "მკვლელობამდე 2 კვირით ადრე, ბარში მომუშავე პირებმა ბელარუსი ტურისტები სასტიკად სცემეს" - აქამდე უცნობი დეტალები გუდაურში მომხარ ტრაგედიაზე

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია