მედიის ინფორმაციით, ერთი კვირაა რუსეთიდან ოკუპირებულ ცხინვალში სასაქონლო ტვირთებს აღარ ატარებენ და რეგიონში პროდუქტების დეფიციტია

ოკუპირებულ ცხინვალში პროდუქტების დეფიციტია. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება, რომ უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონში სასაქონლო ტვირთებს არ ატარებენ.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებს.

ამავდროულად კი, ცხინვალის სავაჭრო ცენტრები პროდუქტებისგან ცარიელდება და ცალკეულ პროდუქტებზე დეფიციტია, განსაკუთრებით რძისა და ბავშვთა კვების პროდუქტები. მოსახლეობამ ჯერ კიდევ დარჩენილი რძე, კვერცხი და ბავშვთა კვების პროდუქტების მომარაგება დაიწყო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა