მამუკა მდინარაძე  ოპოზიციაზე - დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად თუ არ დასხდებიან, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება

დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად თუ არ დასხდებიან, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გახმოვანდა და აუცილებელია ამაზე საუბარი თებერვლის ბოლომე დაიწყოს, რადგან საკითხის ტექნიკური მხარეც გასაანალიზებელია.

"დამოუკიდებელი დეპუტატებისგან შეთავაზება იყო, რომელიც ითვალისწინებდა ოთხპუნქტიან შეთანხმებას, სადაც არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულება მიუღებელია და ვერ შევთანხმდებით, თუმცა რაციონალური წინადადებებიც იყო და მზად ვართ, დიალოგის ფორმატში ვისაუბროთ. საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ვიზიარებთ და მზად ვართ, დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ და ვილაპარაკოთ საარჩევნო თემაზე. ცოტა დრო გვრჩება და ოპონენტებს მოვუწოდებ, დიალოგის მაგიდას დაუბრუნდნენ. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს გავიზიარებთ და კანონმდებლობაში ავსახავთ, მაგრამ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება რომ შევძლოთ, ამას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება სჭირდება. ოპოზიციური ფლანგიდან ვისი სურვილიც იქნება, არავისთან შეხვედრა არ არის პრობლემა. დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად თუ არ დასხდებიან, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება. ზოგი მოგვიწოდებდა 135/15-ზე, ზოგი 110/40-ზე და ბარიერის დაწევაზე. ბევრი ვერსია გახმოვანდა. ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხიც არის, ეს გეოგრაფიულადაც უნდა დალაგდეს. მარტივი სალაპარაკო არ არის. ამ საკითხებზე საუბარი თებერვლის ბოლომდე უნდა დავიწყოთ და მოვრჩეთ, რადგან ეს ყველაფერი გეოგრაფიულადაც უნდა დალაგდეს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს