დიმიტრი მედოევი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება ჯერ საქართველოში მოშიმშილე ბავშვებს მიაქციონ

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, უმაღლეს საერთაშორისო ინსტანციებს მიმართოს თავისი ქვეყნის რეალურ პრობლემებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მედოევმა სააგენტო „რესს“ იმ მიმართვებთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება ჯერ საქართველოში მოშიმშილე ბავშვებს მიაქციონ, რომელთა რაოდენობამ ზღვარს გადააჭარბა“, - განაცხადა მედოევმა.

მედიკამენტებთან დაკავშირებით კი, მედოევმა სალომე ზურაბიშვილის წერილებში ხსენებულ ფაქტს „ნონსენსი“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს მედიკამენტები საქართველოში არ იწარმოება და მათი წარმომავლობა უცნობია.

„ამიტომ, სამხრეთ ოსეთში ისინი არასდროს შემოდიოდა და არასდროს ხდებოდა მათი სერტიფიცირება, შესაბამისად, ვერ დაიშვება სამხრეთ ოსეთის აფთიაქებში“, - განაცხადა მედოევმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა