ოთარ დანელია და რომან კაკულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე. როგორც აღინიშნა, საქართველოს საინვესტიციო გარემო გლობალური ბიზნესისთვის და ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის ძალიან საინტერესოა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე. როგორც აღინიშნა, საქართველოში არსებული უხვი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანაა ინვესტიციების მოზიდვა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს მაკროეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა