ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ "ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს, ესაუბრა.

- გასულ კვირას მიუნხენში სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიერ ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარის მნიშვნელობას?

- საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება მნიშვნელოვანია ევროკავშირში ახალი, შვიდწლიანი საფინანსო ჩარჩო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული ქვეყნის განცხადებით, ევროკავშირის ბიუჯეტში ასოცირების შეთანხმებების მხარდაჭერა სათანადოდ უნდა აისახოს.

ბუნებრივია, ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის აუცილებელია დამატებითი ფინანსური რესურსი. აღნიშნული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება კი ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას.

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში სტაბილურობისა და განვითარების პროცესის მთავარ მოთამაშედ რჩება, რაც განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ სამეზობლოს ასოცირებულ ქვეყნებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის მიმართ განსხვავებული მზაობა და სვლის ტეპმი შეინიშნება და, სავარაუდოდ, ამ სამი ქვეყნის ეს განცხადებაც ამ გარემოებაზე პირდაპირი თუ არა, ირიბი მინიშნებაა

ამდენად, საქართველოსთვის ევროკავშირი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს როგორც დემოკრატიის განმტკიცების, ისევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

აღსანიშნია ის გარემოებაც, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის მიმართ განსხვავებული მზაობა და სვლის ტეპმი შეინიშნება და, სავარაუდოდ, ამ სამი ქვეყნის ეს განცხადებაც ამ გარემოებაზე პირდაპირი თუ არა, ირიბი მინიშნებაა.

- ბრძანეთ, ევროიტეგრაციის პროცესის გაძლიერებისთვის აუცილებელია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტინი განხორციელება. როგორია ასოცირების შეთანხმების შესრულების დინამიკა?

- ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიში. ხსენებული დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო სრულად და აქტიურად ჩართულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრიან არქიტექტურაში.

ამასთანავე, ანგარიშში საუბარია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ როლზე და მის ჩართულობაზე გაუწიოს მონიტორინგი ასოცირების შეთანხმების შესრულებას, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციას.

ევროკავშირი საქართველოს რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო სრულად და აქტიურად ჩართულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრიან არქიტექტურაში

ასევე, დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება როგორც საკანონმდებლო, ისევე ინსტიტუციური განვითარების დონეზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიღებულ იქნა ცვლილებები ახალი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შესაქმნელად, რომელიც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს.

გარდა ამისა, მასში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის განხორციელებას. ამასთანავე, დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებობს და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის განხორციელებას

ანგარიში განსაკუთრებით ხაზს უსვამს საქართველოს წვლილს ევროკავშირის მისიებში. გარდა ამისა, დოკუმენტი ეხება იმ რეფორმებს, რომლებიც მიმდინარეობს კონკურენციის, საჯარო შესყიდვების, ინტელექტუალური საკუთრების, მართლმსაჯულების შესახებ კანონმდებლობის დასახვეწად.

ამასთანავე, იგი მიანიშნებს საქართველოს ძალისხმევაზე განავითაროს ციფრული ეკონომიკა. დოკუმენტი რეგიონული განვითარების თვალსაზრისით გამოყოფს საქართველოს მთავრობის მიერ 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიღებას. მიუხედავად ამ ჩამონათვალისა, რეფორმების გაგრძელება აუცილებელია, რათა შევძლოთ ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება და ევროპული პერსპექტივის მიღწევა.

ბუნებრივია, რომ ანგარიშში საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევა მხოლოდ ევროპულ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებითაა შესაძლებელი.

ანგარიშში საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევა მხოლოდ ევროპულ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებითაა შესაძლებელი

- თქვენ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ახსენეთ. რამდენად რთულია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა?

- ევროკავშირი სხვა საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციებისგან განსხვავდება თავისი სამართლებრივი ბუნებითა და მრავალი განზომილებით, რაც, თავისთავად, ქვეყნისგან მოითხოვს არაერთი რეფორმის განხორციელებას.

ცხადია, ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, გავაგრძელოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირის ჩვენთვის პერსპექტიული ბაზრის ათვისება და მაქსიმალურად შევძლოთ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.

ეს პროცესი კი მოგვცემს შესაძლებლობას შესაბამისი პროცედურების გავლით დავარწმუნოთ პარტნიორები, რომ ჩვენ ვაკმაყოფილებთ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ კრიტერიუმებს.

ამ მეტად საპასუხისმგებლო პროცესში არსებითია გვახსოვდეს მთავარი - ევროპული მოლოდინების გამართლება, უპირველესად, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, გრძლევადიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიან საერთაშირისო-სამართლებრივ სუბიექტად ჩამოყალიბების ამოცანას.

თანმიმდევრულობა და რეფორმების ეფექტიანად განხორციელება იქნება წინაპირობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სირთულეების დასაძლევად

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ყოველწლიურად გავიაზროთ საქართველო-ევროკაშირის ურთიერთობის დღის წესრიგის კონკრეტული საკითხები. ამ კონტექსტში ამა წლის 17 თებერვალს "ჯეოქეისი"-ს ორგანიზებით არაფორმალური შეხვედრა შედგა საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჯეოქეისი"-ს ექსპერტებსა და ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატებს შორის. მათ მიერ განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის 2020 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტები.

შეიძლება ითქვას, რომ თანმიმდევრულობა და რეფორმების ეფექტიანად განხორციელება იქნება წინაპირობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სირთულეების დასაძლევად.

- როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი საქართველოს ევროკავშირში წევრობის კონტექსტში?

მით უფრო, რომ საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეგიდით ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ასევე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცა...

- „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არ წარმოადგენს ევროკავშირში წევრობის ინსტრუმენტს. ის „სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში აერთიანებს საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელორუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

იგი მიზნად ისახავს ხსენებულ სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მათი დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარებისათვის ხელის შეწყობას.

თუმცა, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები გვეხმარება იმაში, რომ ქვეყანა მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობის შესაბამისი პროცედურების დაწყებისთვის.

ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები გვეხმარება იმაში, რომ ქვეყანა მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობის შესაბამისი პროცედურების დაწყებისთვის

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი მომავალშიც დაგვეხმარება მივიღოთ ევროკავშირისგან დახმარება იმისათვის, რომ განვამტკიცოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, გავაღრმავოთ სასამართლო რეფორმა და ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც, საბოლოოდ, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია