გედევან ფოფხაძე ვანო მერაბიშვილზე - პოლიტიკაში ასეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ

თუ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ამოცანა, რომ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყოს, მისთვის ვანო მერაბიშვილი შეიძლება მშვენიერი მოკავშირე იყოს, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, გედევან ფოფხაძემ ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს უნდა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ვანო მერაბიშვილთან ერთად, ასეთ დღის წესრიგს ვერ შექმნის.

„თუ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ამოცანა, რომ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყოს და ამ გზით მიაღწიოს სასურველ შედეგს, მისთვის ვანო მერაბიშვილი შეიძლება მშვენიერი მოკავშირე იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ირაკლი ოქრუაშვილი გეყოლება ჯგუფში, ვანო მერაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ავანტურისტი, რომლის ამოცანაც არ არის ქვეყნის დემოკრატიული პროცესი, რომლებსაც უბრალოდ ეს ქვეყანა მიაჩნიათ მეწველ ძროხად, რომელიც სადამდეც იწველება უნდა მოწველო და ბოლოს, როდესაც რძე გაუშრება, დაკლა. ეს არის მათი პოლიტიკური მენტალიტეტი. თუ ამ პოლიტიკური ჯგუფების მთავარი ამოცანა მხოლოდ ის არის, რომ სისხლისღვრის, სამოქალაქო დაპირისპირების, მომავლის იგნორირების თუ ნებისმიერ ფასად მიიღონ პოლიტიკური ხელისუფლება, მაშინ ვანო მერაბიშვილი ასეთი პოლიტიკური წრისთვის პრობლემა საერთოდ არ არის. თუ ვიღაცას უნდა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ვანო მერაბიშვილთან ერთად, ასეთ დღის წესრიგს ვერ შექმნის. პოლიტიკაში ასეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ, ის პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი არ ყოფილა, მას ჰქონდა ქართველ ხალხთან და სახელმწიფოსთან კონკრეტული დანაშაულებები," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს