არჩილ თალაკვაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, არჩილ თალაკვაძემ მააიკე ვან კოლდამს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. არჩილ თალაკვაძემ ხაზი ასევე გაუსვა ნიდერლანდების მნიშვნელოვან კონტრიბუციას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში. პარლამენტის თავმჯდომარე ელჩს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების და მიმდინარე პოლიტიკური საკითხების შესახებ ესაუბრა და ხელისუფლების არგუმენტები და ხედვა გააცნო.

ყურადღება საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებაზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ახალი ტექნოლოგიების, წყლის მენეჯმენტისა და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, რუსული ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოლიტიკა, მათ შორის დეკემბერში განხორციელებული მასობრივი კიბერთავდასხმა იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს