გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს ბათუმში ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები ტრანსფარანტებით დახვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და თბილისის მერს კახა კალაძეს ბათუმში სასტუმრო "ჰილტონთან" არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები ტრანსფარანტებით დახვდნენ. მათი განცხადებით, ქვეყნის პირველ პირებთან შეკითხვები 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცავებმა მიახლოების საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

„ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ გვახსოვს 20 ივნისის ღამე. გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს, მან ახალგაზრდებს თვალები დათხარა. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებამდე“, - განაცხადა ჯუნა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "ჰილტონში" ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემოერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა