ნინო ბურჯანაძე - მე მგონია, მოლაპარაკების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი არ მოვა - იმედი მაქვს, თავისი მოსვლით უხერხულობას არავის შეუქმნის

მე მგონია, მოლაპარაკების ამ მაგიდასთან ბატონი ვანო არ მოვა, იმიტომ, რომ აქ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერები და იმედი მაქვს, რომ თავისი მოსვლით უხერხულობას არავის შეუქმნის, - ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაჯდება თუ არა ვანო მერაბიშვილთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო ცვლილების შესახებ.

როგორც ბურაჯანაძემ აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია ისაუბრონ, როგორ გააგრძელონ ბრძოლა თავისუფალი, სამართლიანი, პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად.

„რაზე ვიმსჯელებთ და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ამაზე, ბუნებრივია, შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია, თუ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებაში ვანო მერაბიშვილი, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „თუ ის მიიღებს, მერე ვილაპარაკოთ".

„თუ არ მიიღებს?! ახლა ვიმარჩიელოთ, თუ მიიღებს რას ვიზამ? გასაგებია, რომ ახლა, რაღაც სკანდალის ძებნაა. გუშინ ვილაპარაკე და საკმარისია. ნუ ვიმარჩიელებთ, ასე თუ მოხდა რა იქნება და ისე თუ მოხდა რა იქნება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ერთიანობა, აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მოლაპარაკების მაგიდის ერთიანობა შენარჩუნდეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ვერ ხვდება, ამდენი კომენტარი რატომ უნდა გააკეთოს ვანო მერაბიშვილზე.

„ადამიანს ჯერ არ გადაუწყვიტავს რომელ პარტიაში მიდის, მიდის თუ არა, ან რა სტატუსით მიდის, როგორ მიდის და რატომ უნდა ვაკეთო ამდენი კომენტარი მერაბიშვილთან დაკავშირებით, არ მესმის“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, რატომ არის ვანო მერაბიშვილი უფრო მიუღებელი, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან „ნაციონალური მოძრობის" წევრები, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ „ვანო მერაბიშვილი არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი, ის იყო ცუდი საქმეების შემსრულებელი“.

ამასთან, მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ ყოფილა.

„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა