ბორჯომში სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით განვლილი 5 წლის შედეგებს, მიღწევებსა და გამოწვევებს განიხილავს. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი ესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, 2020 წელი არის განსაკუთრებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკისათვის. წელს ფასდება განვლილი 5 წლის შედეგები და იგეგმება სახელმწიფოს ახალი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).

"დღევანდელი შეხვედრა აი ამ კონკრეტულ მიზანს ემსახურება, არის ძალიან წარმომადგენლობითი და ჩართულობითი. დღეს ჩვენ ამ პოლიტიკას განვიხილავთ, როგორც კომისიის ფარგლებში, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, რომელიც წარმოდგენს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას. ასევე განვიხილავთ ექსპერტებთან რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკის შემუშავებაში და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასეთი ფართო ჩართულობით არის შესაძლებელი პოლიტიკის მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმვა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ თვითკრიტიკულები და ობიექტურები, იმიტომ რომ შეუძლებელია ეფექტური პოლიტიკის დაგეგმვა და წარმართვა, თუ ჩვენ არა გვაქვს არსებულ სურათზე ობიექტური ინფორმაცია. არ გავურბივართ ბუნებრივია გამოწვევებს, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ყველა ერთიანია შეფასებაში, ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, გვაქვს წინავლა, გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება, მათ შორის უნიკალური ინსტრუმენტებით მოქმედების, ძალიან ბევრი ისეთი პროექტი განხორციელდა შარშანაც და ამ წლების განმავლობაში, რომლებიც მართლა უნიკალურია საქართველოსათვის. ჩვენ დღეს თვისობრივად სხვა მოცემულობა გვაქვს, ვიდრე გვქონდა 2015 წელს, სრულიად ახალი თაობაა ჩვენი სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლების ახალგაზრდების, რომლებმაც არამხოლოდ მშობლიური ენა იციან და ფლობენ პროფესიულ უნარჩვევებს, არამედ ძალიან კარგად ფლობენ სახელმწიფო ენას, ჩვენი სტაჟირების პროგრამით უკვე აქვთ გამოცდილება სხვადასხვა საჯარო სამსახურში საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის და მზად არიან, რომ ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრების ყვლა სფეროში. ეს ერთი მაგალითია იმ ბევრთაგან, რომლის განხორციელებაც ჩვენ მოვახერხეთ, რა თქმა უნდა, სამუშაო არის ძალიან ბევრი, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ და ვფიქრობ, რომ აი ამ შეხვედრიდან დაწყებული კიდევ უფრო ფართოდ, რეგიონებშიც გავშლით ჩვენს დისკუსიას. ჩვენ ღია ვართ ყველა დაინტერესებული პირისთვის. იმედი გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების. ეს ძალისხმევა ემსახურება ერთ ამოცანას ერთ ხედვას, რომ ჩვენ ვცხოვრობდეთ ერთიან, ევროპული ყაიდის საქართველოში, სადაც თითოეული ადამიანის და ჯგუფის უფლებები და იდენტობა არის დაცული. ეს არის ჩვენი მიზანიც, გზავნილიც, მათ შორია დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომელთაც მავთულხლართებს მიღმა ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვთ, როგორც იდენტობის, ისე ზოგადად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით", - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

იხილეთ ვიდეო: ბორჯომში სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა