ბებია აცხადებს, რომ საჩხერის სოფელ ჭალაში, არასრულწლოვანმა მამაზე შური შენიშვნის გამო იძია

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, არასრულწლოვანი შვილის მიერ მამის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის წევრები დეტალებს ყვებიან.

როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, 17 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა და სარდაფში დამალა.

როგორც დაკავებულის ბიცოლა ყვება, ბიჭმა მამის დამალვის შემდეგ, მოჩვენებითად მისი ძებნა დაიწყო და მეზობლებთან ერთად ტყეში წავიდა. მოგვიანებით კი, გარდაცვლილი სარდაფში იპოვეს.

ბებიის ინფორმაციით კი, მისმა შვილიშვილმა მამაზე შური შენიშვნის გამო იძია.

"ობლობაში გაზრდილები არიან, მამა თან ყვებოდათ. ტელეფონი გამოუტანა განვადებით, თურმე ამას დაულომბარდებია. ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა, ეს არ აპატია და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა. გაათრია და სარდაფში ლეიბით დამალა. წავიდა საძებნად, ვითომ არ იცოდა სად იყო. მე ვიეჭვე, რაღაც არ იყო კარგად და ასე გავიგეთ, რომ მოკლა. სიმწრით გაზარდა ჩემმა შვილმა ბავშვები, დედა არ ყავდათ და ეცოდებოდა",-განაცხადა ციცინო კოპაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საჩხერეში შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის