სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია

სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

„ ის უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“,-აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, 17 წლის მოზარდის დაკავების შესახებ დილით გახდა ცნობილი.

ახლობლების ინფორმაციით, კირბალის მცხოვრები, 17 წლის ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის სიახლოვეს მდებარე ტყიან ფართობში იმყოფებოდა შეშის შესაგროვებლად, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, არასრულწლოვანი კი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს