გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ თუ თბილისის მერიისგან პასუხს არ მიიღებენ, „ანას ბაღის“ მიმდებარედ სკვერის მშენებლობას ამაღამ ისევ დაიწყებენ

მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის მოთხოვნით განცხადება დაწერა.

თბილისის მერიასთან შეკრებილ მოძრაობის წევრებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა, მოგვიანებით, გიგა მაქარაშვილი შენობაში შეუშვეს. როგორც მან აღნიშნა, დღეს, დღის ბოლომდე დაელოდებიან თბილისის მერისგან პასუხს და იმ შემთხვევაში, თუკი, პასუხს ვერ მიიღებენ, „ანას ბაღის“ მიმდებარედ სკვერის მშენებლობას ამაღამ ისევ დაიწყებენ.

გიგა მაქარაშვილის თქმით, სკვერის მოსაწყობად საჭირო ინვენტარსა და ნივთებს დღესვე შეიძენენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსახლეობამ „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სკვერის დანგრევა გააპროტესტა.

როგორც „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" წარმომადგენლებმა ამ ქმედებით კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს