ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ipsos-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ipsos-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პატრიოტთა ალიანსიდან" აცნობეს.

როგორც ირმა ინაშვილი წერს, ის აღნიშნული კვლევის შედეგებს არ ენდობა და თვლის, რომ მსგავსი „მატყუარა კომპანიები საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის“.

„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯამში 185 000-ზე ნაკლები ადამიანი მივიდა. ჩვენ კი, ამ ქალაქებში 201400 ამომრჩეველი გამოვკითხეთ, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ჯამში მივიდა არჩევნებზე!

გაირკვა, რომ მხოლოდ 6,3% უჭერს მხარს სააკაშვილის პარტიას, 0,48% - ბოკერიას პარტიას, 0,2%- ნათელაშვილის პარტიას, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ, მათ ირგვლივ თავმოყრილ პარტიას (ერთად აღებულს) მხარს ამომრჩევლის მხოლოდ 1.3% უჭერს!

ამგვარად, ჯამში, სააკაშვილს, ბოკერიას და მათ ირგვლივ გაერთიანებულ კიდევ 30 პარტიას ამომრჩევლის 8,5%-ც კი არ უჭერს მხარს! მაშინ, როდესაც ჩვენ მათზე ხუთჯერ მეტი მხარდამჭერი გვყავს! საინტერესოა, რომ საპროტესტო აქციებსა და მიტინგებზე ეს 32 პარტია ჩვენზე 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ ნაკლებ ადამიანს კრებს! ანუ ხალხი მათთან უბრალოდ არ მიდის! საინტერესოა, რომ ეს პარტიები ხალხთან სალაპარაკოდ ქუჩაშიც ვერ გადიან, რადგან ხალხი მათ უბრალოდ არ ელაპარაკება!

საინტერესოა, რომ ვერც კარდაკარ დადიან და ვერც რაიმე ტიპის გამოკითხვას აწარმოებენ, რადგან 1000 აქტივისტიც კი არ ჰყავთ, რომ ყველაზე მარტივი გამოკითხვა ჩაატარონ! სამაგიეროდ, დაუსრულებლად ქირაობენ სხვადასხვა მატყუარა კომპანიებს და თვალში ნაცარს გვაყრიან!

საინტერესოა, რომ პარლამენტის ოფიციალური საიტი parlament.ge, სატელეფონო მესიჯის სახით, დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით უგზავნის პარლამენტის 150 დეპუტატს ნაცმოძრაობის პარტიული, ცრუ კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც, სააკაშვილ-ბოკერიას და მათთან დაკავშირებული პარტიები თითქოსდა უმრავლესობით იმარჯვებენ. ვაი, თქვენს პატრონს, მართლა. ახლა აიღეთ ეს კომენტარი და გაავრცელეთ პარლამენტის ოფიციალური საიტიდან”,- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა