„რესის“ ინფორმაციით, ცხინვალში, დე ფაქტო შსს-მ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შეტანილი სამედიცინო პრეპარატები ამოიღო

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხინვალის აფთიაქიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შეტანილი და „უკანონო ბრუნვაში“ არსებული სამედიცინო პრეპარატები ამოიღეს. ამის შესახებ დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით სააგენტო „რესი“ იუწყება.

„სხვადასხვა დასახელების წამლები ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლებმა სარეიდო ღონისძიებების დროს დედაქალაქის ერთ-ერთი აფთიაქიდან ამოიღეს. 44 წლის ინდმეწარმესთან მიმართებაში აღიძრა საქმე ადმინისტრაციულ დანაშაულთან დაკავშირებით“ ,- ნათქვამია ე.წ. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ