მარკო მიკელსონი - საქართველოს შიდა საქმეებში მოვლენების იმგვარ განვითარებას ვხედავთ, რომელმაც მოკავშირეებსა და მეგობრებში კითხვები გააჩინა

თუ მიღებული გადაწყვეტილებები იმისთვის იცვლება, რომ რომელიმე პარტიის ინტერესის მიღწევა გააადვილოს, ალბათ, ეს საუკეთესო პრაქტიკა არ არის, რომლის არჩევაც შეგიძლიათ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარკო მიკელსონმა „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს საარჩევნო სისტემის გარშემო ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ თავის გზაზე წარმატებას მიაღწიოს.

"ესტონეთი და საქართველო უახლოესი მეგობრები არიან და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენ მიერ არჩეულ გზაზე წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენი ქვეყნის პოლიტიკაში, შიდა საქმეებში მოვლენების იმგვარ განვითარებას ვხედავთ, რომელმაც მოკავშირეებსა და მეგობრებს, ამერიკელ კონგრესმენებსა და ევროპარლამენტარებს შორის კითხვები გააჩინა, ბოლო ხანებში ევროსაბჭოშიც იყო დისკუსია. წარმატებული ინტეგრაცია, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მიდის შიდა საქმეები, რამდენად ძლიერია დემოკრატიული ინსტიტუტები, მიმდინარეობს თუ არა დემოკრატიული, პლურალისტური დებატები ქვეყანაში, საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით“, - აღნიშნა მიკელსონმა.

მანვე უპასუხა კითხვაზე საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნაზე, მას მერე, რაც მმართველი პარტია მისი მიღების გადაწყვეტილებას თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად აცხადებდა.

„ჩემთვის რთულია, დავინახო, თუ რა იქნება საქართველოსთვის უკეთესი. ესტონეთში ადრიანი 1990-იანი წლებიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, არასდროს გვქონია დებატები იმის შესახებ, უნდა შევცვალოთ თუ არა ეს სისტემა, რადგან ის საზოგადოების განწყობას ირეკლავს, სულ საპარლამენტო კოალიციები ყალიბდებოდა. ქვეყნები თავად წყვეტენ, რა იქნება მათთვის საუკეთესო, არის განსხვავებები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ გადაწყვეტილებები მიიღება, შემდეგ კი ისინი იცვლება იმისთვის, რომ რომელიმე პარტიის ინტერესების მიღწევა გაადვილდეს, ალბათ, ეს საუკეთესო პრაქტიკა არ არის, რომლის არჩევაც შეგიძლიათ“, - აღნიშნა მიკელსონმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო