სალომე სამადაშვილი - მოლაპარაკებებზე შეუძლებელია საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ

შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილი ხელისუფლებასთან დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები ნათელია.

„აქ საუბარი არ შეიძლება იყოს რაიმე ტექნიკურ შეთანხმებაზე, თუ რამდენი მაჟორიტარი აირჩევა და შემდეგ რამდენი პროპორციული სიით შევა. საუბარი არის პრინციპზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატიული არჩევანის უფლება და არჩევნებმა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა იმ ხელისუფლებაში, რომელიც დაკომპლექტდება არჩევნების შედეგად. შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ის ხალხი, ვინც იცავს ოპოზიციის ინტერესებს. ამიტომ საუბარია ორ მოთხოვნაზე, ერთია - საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორეა -პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების საკითხი"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა