ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას სტატიაზე - ეს პიარული სტატიაა, ამ განცხადების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება

ეს არის პიარული სტატია, მე ამ განცხადების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას The Washington Times-ში გამოქვენებულ სტატიას გამოეხმაურა.

ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პრემიერის სიტყვების უკან რეალური ქმედებები არ დგას.

„იმ სასამართლოთი, იმ პროკურატურით, იმ ინსტიტუციონალური ნგრევით, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, ნატო-ში მისწრაფებას და ჩვენს ოცნებას ნატო- ში გაწევრიანების თაობაზე ვერ ავიხდენთ. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი აზრით, პიარული სტატია, რომლის უკან რეალური საქმე არ დგას. ჩვენ "ლელო საქართველოსთვის" პირველ პრიორიტეტად მივიჩნევთ საქართველოს შესვლას ნატო-ში, ევროკავშირში, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფთხოების გარანტია,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლის სათაურია - „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს