ვლადიმერ იმნაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ტაბახმელაში, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

ვლადიმერ იმნაძის განცხადებით, დღევანდელი დღე ერთიანობის დღე უნდა იყოს, რადგან ამ დღეს ხალხმა თავი გაწირა.

„დღეს მთელი საქართველო იხსენებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთ-ერთი პირველნი შეეწირნენ რუსეთის აგრესიას და იმ წლებში, საქართველოსთვის თავი გასწირეს. სამწუხაროდ, იმ იუნკერებს მიმდევრები ჰყავთ 1992/93 წლებში და მით უმეტეს, 2008 წელს. ყველას უნდა მოგონება და პატივისცემა. ეს ერთიანობის დღე უნდა იყოს, იმიტომ რომ ხალხმა თავი გასწირა“, - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ, პარლამენტის წევრებმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედმა და თადარიგის ოფიცრებმა.

1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ, თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ