საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დაღვევის ფაქტები შემცირებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დაღვევის ფაქტები შემცირებულია. ამის შესახებ ვაჟა სირაძემ პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს სამართლდარღვევის 176 ფაქტი დაფიქსირდა.

„აშკარად შემცირებულია ამ კუთხით სამართალდარღვევები. საპატრულო პოლიცია მყისიერად ახდენს რეაგირებას შეტყობინებებზე.

2019 წელს საერთო ჯამში სამართალდარღვევების რაოდენობამ შეადგინა 176. მათ შორის, ნოემბერში 14 ფაქტი იურიდიულ პირთან დაკავშირებით, დეკემბერში 9 ფაქტი. დაჯარიმებული არიან როგორც მოქალაქეები, ასევე იურიდიული პირები. რაც შეეხება 2020 წლის მაჩვენებელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია სამართალდარღვევის ფაქტები, კონკრეტულად ჯამში 37 ფაქტი გვაქვს - იანვარში 16, თებერვალში 21“, - აღნიშნა სირაძემ.

მისივე თქმით, აქტიურად მიდის მუშაობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს