ანონსი 26 თებერვალი

26 თებერვალს, 10:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: შარტავას N7, თბილისის მერია.

საკონტაქტო: თაია მახარაშვილი - 558888282

26 თებერვალს, 10:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „საქართველო-ევროპაა“ გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

26 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“, ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი, საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ასევე საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

მის: თელავის ქ.#20

26 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაციას და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას გამართავს.

ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულებს დააჯილდოებს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა.

მის: თელავის ქ.#20

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599420206

26 თებერვალს, 11:00 საათზე, გუდაურში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ და ახალ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

26 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კობა კობალაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში გამართვა-არგამართვის საკითხი. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის საკითხი. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 თებერვალს, 11:30 საათზე, დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი და ოჯახის წევრები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: გალის ქ. #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

26 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დეპუტატის, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში გამართვა-არგამართვის საკითხი. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის საკითხი. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 თებერვალს, 12:00 საათზე „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები.

მის: მეგრელიძის #16

საკონტაქტო:599854722

26 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ეკა ბესელია ნორვეგიის სამეფოს ელჩთან, ჰელენ სანდ ადრესენთან შეხვედრას გამართავს.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, ოთახი №410)

26 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ რელიგიის სააგენტოს 2018-2019 წლების ანგარიშისა და ფოტოალბომის - „რწმენა თავისუფლების აქტია“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან . ანგარიშს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე წარადგენს.

მის: რუსთაველის გამზ.#29

საკონტაქტო: ნატო ონიანი - 551 506061

26 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული - „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის საწარმოო ტერიტორიაზე 2018-2019 წლებში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (კომიტეტის სათათბირო ოთახი N520

(C კორპუსი, V სართული)

26 თებერვლას, 13:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცენტრალურ ოფისში, ლაშა ჩხარტიშვილი დაკითხვაზეა დაბარებული.

მის: მ. ასათიანის ქ.9

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 593 544 333

26 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა მომავლისთვის“ (მომო) პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „სისტემური კორუფცია სახელმწიფო შესყიდვებში“.

მის: კოსტავას #14

საკონტაქტო: 599 26 57 17

26 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

26 თებერვალს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

26 თებერვალს, 15:00 საათზე, ახალგაზრდობის სააგენტოში, ევროკავშირის გრძელვადიანი პროექტის Youth Councils, Advisors or Activists შუალედური თემაზე: „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება მუნიციპალურ დონეზე“ ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და სხვა მოწვეული სტუმრები.

საკონტაქტო: გიორგი აგირბაია - 592 245 221

26 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალებულ მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

26 თებერვალს, 16:00 საათზე, დავით გარეჯის დაცვის კომიტეტი აზერბაიჯანის საელჩოსთან მედიისთვის აქცია-პრესკონფერნციას გამართავს და საელჩოში მოთხოვნით - დაუყოვნებლივ დატოვოს აზერბაიჯანის საოკუპაციო ძალებმა დავით გარეჯის ტერიტორია, წერილს შეიტანს.

მის: გორგასლის ქ. #4 (აზერბაიჯანის საელჩო)

საკონტაქტო: 599 00 91 88

26 თებერვალს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკრაინელი პოეტის ლუდმილა სკირდას საქართველოსადმი მიძღვნილი პოეზიის წიგნის „საქართველოს ხმების“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: გუდიაშვილის ქ. #7

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა